
მსახიობი გურანდა გაბუნია აწ გარდაცვლილ მეუღლეს და ცნობილ მსახიობს ოთარ მეღვინეთუხუცესს იხსენებს და ამბობს, რომ ის 2008 წლის "პატარა ომის" შემდეგ განაწყენებული იყო რუსეთზე და ამის გამო უარი თქვა მოსკოვის თეატრში მიწვევაზე.
"სხვათა შორის, ახლა, "პატარა ომი" რომ იყო, ოთარმა დაურეკა რეჟისორს მოსკოვში და ვერ ჩამოვალო, წლების მანძილზე იქ "ანტიგონეში" კრეონს თამაშობდა რუსულად, იწვევდნენ ხოლმე. თაყვანისმცემლები გარეთ ელოდებოდნენ.. მერე მითხრა, სისულელე ჩავიდინე, რომ არ წავედიო..."