
ფოთში, თბილისელი და ბათუმელი მორაგბეების შეხვედრის საყაიმო ანგარიშით დასრულების შემდეგ, მოედანზე არეულობის დროს, 21 წლის მსაჯი ნიკო ამაშუკელი დაჭრეს. მას ჭრილობა ფეხში აღენიშნება. ამაშუკელი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე გაწერეს. ინფორმაციას სპორტული რადიო "ჯაკო ფმ" ავრცელებს.
"ინციდენტი გუნდებს შორის თამაშის ფრედ ანგარიშით 21:21 დასრულების შემდეგ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით , თბილისის გუნდის მენეჯერი, ჯერ ბათუმის გუნდის წარმომადეგნელებს დაუპირისპირდა, შემდეგ მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა.
ფოთის რაგბის სტადიონის დირექტორი, ამირან შავგულიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მსაჯს ჭრილობის სახის დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა განმარტავს, რომ მისთვის უცნობია ვინ და რა სახის დაზაიანება მიაყენა მსაჯს", - წერს გამოცემა.