
"რუსთავი-2"-ის პროგრამა "პოსტსკრიპტუმში" ბიძინა ივანიშვილის მორიგი ახირება - ასწლოვანი ხის ციხისძირიდან შეკვეთილში გადატანა განიხილეს და სხვადახვა პირებს დაუკავშირდნენ.
სიუჟეტში აღინიშნა, რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს maika.ge-ს პროდუქტი: მაისურზე გადატანილი, კარჭაპზე მოთავსებული და ზღვაში მოტივტივე ხე: "ერთადერთი, ვინც ამ ხით იხეირა, ჯერჯერობით მე ვარ, იმედია, გავმდიდრდები და მერე მეც გადავრგავ რამეს...", - ამბობს იდეის ავტორი ნოდო ლობჟანიძე.
კოტე ყუბანეიშვილს ამ ისტორიაზე ჯერ ლექსი არ დაუწერია, მაგრამ ისტორია კარგად იცის. "ღირსები ვართ, ქაჯობამ გვაჯობა", - ამბობს ის და იმ სიტუაციის პარადოქსულობაზე ლაპარაკობს, როცა შეიძლება, გაპარული ზვიგენი ზღვაში აღმოჩნდეს: "მე რომ ბათუმში ზვიგენის შემეშინდება, ეგ ნამდვილად ტრაგედია იქნება... იმას ხომ არა აქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ჩვენ... ვისაც ხე გადააქვს, იმას არა აქვს პრობლემა, მთელი სახელმწიფო ერთი კაცის ხუშტურზეა აწყობილი...", - ამბობს პოეტი.
გოგა ხაჩიძე ივანიშვილის მიერ ხის გადატანას თან აპროტესტებს, თან იუმორით აღიქვამს: "ბიძინას ამ ახირებამ გადაფარა ობამას ჩასვლა კუბაზე და, შეიძლება ითქვას, ბიძინამ ერთი ხით დაჩრდილა ნარმანიას მილიონი ხე".