-
2016-03-27 11:57
ლირიოდენდრონის ნაპირზე გადმოსატანად შეკვეთილის სანაპიროსთან სპეცტექნიკის საშუალებით უკვე მესამედ ცდილობენ, ზღვაში გზა გაიყვანონ, რომელიც ნაპირთან ქვიშაში ჩამჯდარ კარჭაპამდე მივა. სამუშაოებს ისიც ართულებს, რომ შეკვეთილში წვიმს.
ასწლოვანი ტიტის ხე, იგივე ლირიოდენდრონი, რომელიც ციხისძირიდან მიწის მასიანად ამოიღეს და ზღვით მისი ტრანსპორტირება მოახდინეს, ამ დრომდე ზღვაშია. ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში უნდა დაირგოს, თუმცა, უკვე მესამე დღეა, ნაპირზე მისი გადატანა ვერ ხერხდება.
ამასთან, მეტეოროლოგების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპიროზე წვიმას ელოდებიან. ტემპერატურის კლება 28-29 მარტსაა ნავარაუდევი. ამ დროისთვის შეკვეთილში წვიმს.
შენიშვნა: "გურიის მოამბის" ფოტო
