
14 წლის მოზარდი ე. ბ., რომელიც გუშინ, თბილისის ერთერთ ცენტრალურ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან გადმოვარდა, ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება.
გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ექიმები აცხადებენ, მას ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობა და ხერხემლის დაზიანება აღენიშნება. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ვერსიით, გოგონა აივნიდან მაშინ გადმოვარდა, როცა სელფის გადაღებას ცდილობდა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება პაციენტის თურქეთში გადაყვანის საკითხი. მათივე თქმით, დღის განმავლობაში ჩატარდება განმეორებითი კვლევები, ხოლო მკურნალობის ფორმა და მიმდინარეობა კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.