
„სამი დღეა, ხემ ზღვაში შეცურა, სამი დღეა, აქტუალობა დაკარგა კითხვებმა - რა ზარალი მიადგა ეკოლოგიას, რამდენი დაკარგა ბიუჯეტმა და რა ზარალი ნახა კაცმა, რომელიც გიგანტური ხეებით ერთობა“, -
ჟურნალისტ მაია ლომიძის სიუჟეტში ("კურიერი", 26 მარტი, სიუჟეტი სრულად ნახეთ აქ) ბოლო დღეების განმავლობაში მთავარ თემად ქცეული ასწლოვანი ტიტის ხის თავგადასავალი და უცნაური მოგზაურობაა გაანალიზებული. სიუჟეტიდან ვგებულობთ, რომ მალე ხეს არამარტო ახალი „საცხოვრებელი“, ახალი სახელიც ექნება და მას, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, „ტყის დედოფალი“ დაერქმევა.
შეგახსენებთ, ასწლოვანი ხე ამ დრომდე ზღვაშია. სპეცტექნიკით კარჭაპამდე მიყვანილი სახელდახელო გზა ჩაინგრა, რის გამოც ნაპირზე ხის გადმოტანა ვერ მოხერხდა.
ვიდეო: ფრაგმენტი მაია ლომიძის სიუჟეტიდან "მაინც ამოთხარა"