მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა - არწივით მხარზე...

Image

77 წელი... ძნელი ცხოვრების 77 წელი, ორი შვიდიანი: თქვენთვის, ბატონო გურამ, ეს არც ცოტაა და არც ბევრი... თქვენ უნდა დიდხანს იცოცხლოთ, რომ ამ ქვეყანაში კლასიკოსი გვყავდეს, ცოცხალი კლასიკოსი...

 

ვიცი, ბევრს ფიქრობთ და წერთ, წერთ და ფიქრობთ, რადგან საქმე გაქვთ, "თანაც როგორი - ძნელ უკეთესობას მიუახლოვდე და აუხილო შეგუებულებს ამტანი თვალი..." - ზოგჯერ მგონია, რომ უკვე ახვედით იმ მწვერვალზე, "დიადი ვერასოდეს" რომ შეარქვა თქვენმა ერთმა პერსონაჟმა...

 

"და ნეტავ ვინ ბრიყვმა დასძინა პირველად, რომ ქვეყნად იმდენივე აღმართია, რამდენიც დაღმართი! არა, ძმებო!!! აღმართი ცოტაა, დაღმართი - ბევრი!" - ჩვენ, თქვენმა ერთგულმა მკითხველებმა ვიცით, რომ დაღმართს არასოდეს დასდგომიხართ, ახლაც აღმართს ხართ შემდგარი...

 

"თავისუფლება, სულის ყვავილი, სულზე ტკბილია" - რამდენი რამ ვისწავლეთ თქვენგან, ბატონო გურამ და ესეც: "მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია თუ, როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ".

 

ვიცი, რომ ზუსტად იცით: ჩვენ გვყავს ჩვენი კანუდოსელები, ჩვენი, ვაკეიროებივით მამაცი და ჩაუქი გმირები, რომლებიც კანუდოსელებივით დამარცხდნენ, მაგრამ "მაინც კარგად იბრძოდნენ", ჰეჰეე, რამდენს ქირქილებენ ამაზე მავანნი, მათ რა იციან, რომ შეიძლება დამარცხდე, მაგრამ დამარცხებული არ იყო, რადგან თავისუფლებისთვის იბრძვი...

 

"მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე - ისიც არ იწვრთნებაო, ამბობენ" - ეს თქვენეული იდეალია, მწერლის იდეალი.

 

მუდამ უწვრთნელ მგელზე ამხედრებული, უწვრთნელი არწივით მხარზე დარჩებით, ბატონო გურამ: გილოცავთ დაბადების დღეს.

 

მედიაჰოლდინგ "აფხაზეთის ხმის" სახელით, ლაშა ბერულავა

 

ფოტოებზე: გურამ დოჩანაშვილის 76 წლის იუბილე, ზუგდიდი.

 

dochana.jpg

docha.jpg

dochanaa.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !