
ციხისძირიდან სპეციალური ბარჟის საშუალებით ურეკში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანა სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე ისევ აქტუალურია.
უამრავი მახვილგონივრული ხუმრობის კვალდაკვალ, ვიდეოპორტალებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეორგოლი, სადაც ხის "მოგზაურობის" კადრები დები იშხნელების ცნობილი სიმღერის ფონზეა გამოყენებული.