ელისო კილაძე კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა - "ფეისბუქის" პროფილი და ელფოსტა გატეხილია

Image

ჟურნალისტი, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა: დაუდგენელმა პირებმა "ფეისბუქში" მისი პროფილი და ელექტრონული ფოსტა გატეხეს. ამის შესახებ ელისო კილაძემ თავად დაწერა "ფეისბუქზე", პროფილის აღდგენის შემდეგ. 

 

"დილიდან ჩემი ფეისბუქის პროფილი გატეხილი იყო. მხოლოდ ახლა მოხერხდა აღდგენა. თუ ჩემგან რამე მიიღეთ, ეს მე არ ვიყავი. ასევე გატეხილია ჩემი ელექტრონული ფოსტაც", - წერს ელისო კილაძე. 

 

შეგახსენებთ, ელისო კილაძემ ბოლოს სკანდალური მასალები გუშინ, "არჩევანში" გაასაჯაროვა. საკითხი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული, უკანონო ჩანაწერების თემას ეხებოდა და "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ვრცლად ისაუბრა, რა შეხება შეიძლება ჰქონოდა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას თავდაპირველად გავრცელებულ, გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვასთან და საიდან შეიძლებოდა ის ატვირთულიყო, ასევე იმაზე, რომ ის ამბავი მაშინ სულ ტყუილად დაბრალდა მაშინდელ შს მინისტრის მოადგილეს გელა ხვედელიძეს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !