
ზედიზედ ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში გამგზავრების დერეფანში მოხდა. ბელგიის სამაშველო სამსახურის ცნობით, ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა. რამდენი ადამიანია დაღუპული და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, ინფორმაცია კონკრეტდება.
შეგახსენებთ, 4 დღის წინ ბრიუსელში პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს. მგზავრთა ევაკუაცია უკვე ჩატარდა. ტერქატს ადგილზე შეესწრო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა. ის არ დაზარალებულა. ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" ტერქტიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.