რეიტინგი პანიკის ხარჯზე: ინფორმაცია, რომ ფარული კადრები ბიტკოინებზე იყიდება, ბოროტი ხუმრობაა

Image

"თბილისის ფორუმზე", "საერთო ფორუმის" განყოფილებაში ერთერთი იუზერის მიერ გახსნილი თემა "იყიდება ახალი კადრები", მისი გახსნიდან მეხუთე დღეს მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. 

როგორც ყოველთვის, ამ თემისა და მისი შინაარსის, ანუ, ბოროტი ხუმრობის ტირაჟირებისა და სერიოზული განხილვის ინციატორი ისევ მედიასაშუალება, ამჯერად "მედიასიტი" აღმოჩნდა.

 

მეორე მხრივ, რაც შეეხება "თბილისის ფორუმზე", თემის ავტორ იუზერს, მისი ვინაობის დადგენა მარტივად, აი პი მისამართის მიხედვითაა შესაძლებელი და, არაა გამორიცხული, ამ ბოროტი ხუმრობის გამო სამართალდამცველებთან პრობლემებიც შეექმნას, რადგან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება იმ სახით, რა სახითაც ის ვრცელდება, ასევე, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

ახლა კი მოკლედ, იმის შესახებ, თუ რა ეწერა თემაში ფორუმზე და რა "გამოაცხო" იქედან "მედიასიტიმ":

 

თემაში აღნიშნული იყო, რომ უცხოეთში ბიტკოინებში იყიდება ქართველ პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველი, ასევე ციხეებში პატიმართა წამების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაგეგმვის და სხვა კადრები. მითითებულია დასახელება, ქრონომეტრაჟი, აღწერა, ფასი და ა.შ. შემდეგ გვერდებზე თემის ავტორი იუზერი უფრო შორს მიდის და დეტალურად აღწერს ვითომდა მის მიერ შეძენილი კადრების შინაარსს, პერსონების დასახელებით.

 

ასევე, მეტი დამაჯერებლობისთვის, აქვეყნებს ბმულს, რითაც თითქოს დასტურდება, რომ ტრანზაქცია ნამდვილად შეასრულა. თემის დასაწყისში იმ რესურსის ბმულიცაა დადებული, სადაც, თითქოსდა შესყიდვა მოხდა, თუმცა, როგორც ერთი, ასევე მეორე ბმული ყალბი და ვადაგასულია, ამასთან, მეორე, ანგარიშსწორების ბმულზე, საერთო ჯამში, ბიტკოინის სხვადასხვა რაოდენობის 19.000 გადარიცხვაა შესრულებული (ბიტკოინი 2008 წელს შექმნილი, ვირტუალურ-კრიპტოგრაფიული, ამასთან, ანონიმური, დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, - რედ.), ხოლო საიტი, სადაც, თითქოსდა კადრების შესყიდვა არის შესაძლებელი, დიდი ხანია ცნობილია, როგორც იუმორისტული, ე.წ. ტროლი საიტი.

 

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ "მედიასიტიმ" სწორედ "თბილისის ფორუმზე" გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოიყენა, როცა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "პროკურატურა შოკშია! Georgian politicians private sex 12:42 minutes 8 000 12:42 8 000 დოლარად გაყიდვა დაიწყო", ხოლო შემდეგ სათაურს "პროკურატურა შოკშია!" მოაშორა. მაგრამ თავდაპირველად გამოქვეყნებულმა სათაურმა, ცხადია, დიდი როლი ითამაშა, ლამის პანიკის აწევაში...

 

ამ ყველაფერს ხელს ისიც უწყობდა, რომ მედიარესურსმა დაწერა, შსს-სა და პროკურატურას მივმართეთ და კომენტარში გვითხრეს, რომ საქმის კურსში არიანო. მინიშნება ეხებოდა იმას, რომ პროკურატურა საქმის კურსშია უცხოეთში გამოქვეყნებული კადრების შესახებ, სინამდვილეში კი პროკურატურისა და შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ის კი არ დაადასტურეს, რომ ასეთი კადრები ნამდვილად არსებობს, არამედ ის, რომ საქმის კურსში არიან კადრების გამოჩენასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე...

 

რამდენად ჯდება ასე რთული სქემა და ასე შექმნილი თემები მხოლოდ დამთხვევების წყებაში და არის თუ არა ეს საზოგადოებაში მოლოდინის გაჩენა, დუღილის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების მცდელობა და საერთოდ, ჩანს თუ არა ამ სქემაში სპეცსამსახურების კვალი, "აფხაზეთის ხმა" შეეცედება, ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური პირების მოსაზრებები გაგაცნოთ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !