-
2016-02-05 11:31
"მაესტროს" ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ შენობა, სადაც "მაესტროა" განთავსებული, ასევე სატელევიზიო ტექნიკა, მაკა ასათიანის კომპანიის საკუთრებაა და ძმები გაჩეჩილაძეები მათ ვერ გამოიყენებენ.
ტვ "პირველზე", ინგა გრიგოლიას დღის ამბებში ჩართვის დროს გადაბაძემ განაცხადა, რომ "მაესტროს" ყველა ჟურნალისტმა მიიღო შეთავაზება, დაწეროს განცხადება და გადავიდეს ასათიანის კომპანიაში: "მაესტრო" მაუწყებლობას არ შეწყვეტს, დანებებას არ ვაპირებ, ის შენობა და ტექნიკა არ ეკუთვნის შპს "მაესტრო სტუდიას", რომლის 55%-ის მფლობელი არის გია გაჩეჩილაძე", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
შეგახსენებთ, პარტნიორთა კრებამ "მაესტროს" დირექტორობიდან გადააყენა ბაია გადაბაძე და ახალ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02