-
2016-02-05 11:02
2015 წელს, ერთერთი კომენტარის დროს, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მედიაში არსებული მდგომარეობა "მის მოსვლამდე" სავალალო იყო და სხვა ტელევიზიებთან ერთად, "მაესტროც" მართული იყო.
„ხელისუფლება ხალხის სამსახურშია მოსული, ნაცვლად თქვენი სასიყვარულო ხელისუფლებისა, რომელიც გენატრებათ ძალიან, მე ვგულისხმობ „რუსთავი-2“-ს და თქვენ ვინ ბრძანდებით?“ (დახედა ლოგოს). „მაესტრო“. „ხო, თქვენც ძალიან აქტიურობთ და თქვენც ძალიან დიდი ნასტალგია გემჩნევათ. როგორი იყო მედია? როგორ იყო მოწყობილი ვირტუალური სამყარო და იყო მართული ტელევიზიები, არამარტო ერთი, „მაესტროც“ მართული იყო და მე ეს ვთქვი. ეროსი კინწმარიშვილი (გულისხმობს ეროსი კიწმარიშვილს, - რედ) ჩემი მოსვლის მერე ძლივს გავიდა „მაესტროდან“ და სადაც ეროსი კინწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ობიექტურობაზე ლაპარაკი?“, - თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02