
"მოამბის" წამყვანმა თამარ ურუშაძემ, რომელიც გოგი თოფაძის ინტერვიუს უძღვებოდა მასთან ჩართვის დროს, ამ უკანასკნელის მხრიდან სიტყვა "დაუნის" ხელახლა გამოყენების შემდეგ, პირდაპირ ეთერშივე განაცხადა, რომ საზმაუ ამ განცხადებას ემიჯნება და მაყურებელს თოფაძის ნაცვლად ბოდიში მოუხადა.
„თქვენ ჩვენივე ეთერში ისევ განაცხადეთ თქვენივე სიტყვა. ბატონო გოგი, თქვენ ჩვენი ეთერის საშუალებით ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, თქვენივე პათოსში და მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ემიჯნება გოგი თოფაძის ამ განცხადებას, რომელიც ახლა გაკეთდა და არ გვინდა, რომ ჩვენი ეთერი ამისთვის იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა „მოამბის“ წამყვანმა და ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ.