
ტვ "პირველის" გადაცემაში "რვიანი" მომღერალი ირმა სოხაძე არ დაეთანხმა გია ჭანტურიას შეფასებას იმის თაობაზე, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე ბევრი პირი პოლიტიკური ნიშნით იყო მიწვეული.
მომღერალმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოწვევა ადრე ხდებოდა:
"პოლიტიკური ნიშნით მიწვევა როდის ხდებოდა, ამაზე ახლა არ გვინდა ლაპარაკი, პირადი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ, ცხრა წელი ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, არავის გახსენებია", - აღნიშნა მომღერალმა.