მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიოს მაუწყებლობის წინააღმდეგ პეტიცია შემუშავდა

Image

თბილისის შიდასაქალაქო მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი, რეჟისორ გოგა ხაინდრავას კუთვნილი რადიო "თანამგზავრის" მაუწყებლობის წინააღმდეგ პეტიცია შემუშავდა და სოციალურ ქსელებში ქვეყნდება. 

 

პეტიციის ავტორი მედიაჰოლდინგ "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავაა, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც შპს "თბილისის მიკროავტობუსის” მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიებთან გოგა ხაინდრავას კომპანიამ გააფორმა, თავისუფალი არჩევანის უფლებას უზღუდავს მოქალაქეებს:

 

"თავად მე ამ შემთხვევაში რადიო "აფხაზეთის ხმისა" და ჰოლდინგში შემავალი "დარდიმანდისა" და "შანსონის" ინტერესები მალაპარაკებს, მაგრამ უამრავი სხვა რადიო არსებობს, რომლებიც ამ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგებიან. არ მინდა დავასახელო, მაგრამ ერთერთმა კომპანიამ, რომელიც რადიომაუწყებელიცაა და ტელემაუწყებელიც, მთელი დღე ამუშავა ჟურნალისტი ამ თემაზე, მაგრამ საბოლოოდ, ტელესიუჟეტი დაიბლოკა იმის გამო, რომ ერთერთი თანამფლობელის ინტერესების საწინააღმდეგო აღმოჩნდა.

 

ცნობილია, რომ ამ მედიასასაშუალებაში, სადაც სიუჟეტი დაიბლოკა, გოგა ხაინდრავას წილი არა აქვს. ესე იგი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება მიკროავტობუსებში მხოლოდ "თანამგზავრის" მაუწყებლობის შესახებ არ არის მხოლოდ რეკლამისა და თვითდამკვიდრების მიზნით მოფიქრებული - აქ, ჩემი აზრით, პოლიტიკური ინტერესები დევს, მით უმეტეს, რადიოს საინფორმაციო ლიცენზია აქვს. არჩევნები ახლოვდება, ამომრჩეველზე ამგვარი, თუნდაც ირიბი ზემოქმედება კი ხელისუფლებასა და მასთან დაახლოებულ კომპანიებს ჰაერივით სჭირდებათ...

 

ამასთან, ისიც სათქმელია, რომ ზოგიერთ მგზავრს არათუ "თანამგზავრის" ან თუნდაც "აფხაზეთის ხმის", არამედ არცერთი რადიოს მოსმენა არ უნდა მიკროავტობუსში და რატომ უნდა იყოს ვალდებული, რომ მხოლოდ ერთ რადიოს უსმინოს?", - ამბობს ლაშა ბერულავა. 

 

პეტიციაში, რომელზე ხელმოწერაც ამ ბმულზეა შესაძლებელი, აღნიშნულია:

 

"2015 წელის 1 დეკემბერს ხაინდრავას კომპანიამ ხელშეკრულება შპს "თბილისის მიკროავტობუსის” მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიებთან გააფორმა.

 

სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, რადიო „თანამგზავრი“ მიკროავტობუსებში ჩართული ერთადერთი რადიო უნდა გახდეს, რისთვისაც ხაინდრავას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს” 5 ათას ლარს გადაუხდის.

 

მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება რადიო „თანამგზავრს“ აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა რადიომაუწყებლებთან შედარებით, ამასთან, ვფიქრობ, ხელშეკრულება არღვევს მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებას, ამიტომ, მოვითხოვ მის გაუქმებას."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !