
როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ღეროვანი უჯრედები, რომელთაც შეუძლიათ თაგვების თავის ქალის სახის ნაწილისა და თავის ქალის კოლოფის რეკონსტრუქცია. გამოკვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში: Nature Communications.
რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლევართა ჯგუფი სწავლობდა გენის - Axin2-ის უჯრედების ფუნქციებს, რომელთა სტრუქტურაც პროტეინს წააგავს. კერძოდ, მეცნიერები დაინტერესდნენ მისი როლით ძვლის ქსოვილის წარმოქმნასა და მის რეგენერაციაში. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავის ქალის ჩამოყალიბებაზე, შედიან Axin-2-ს უჯრედებში.
გარდა ამისა,ლაბორატორიული ტესტები, რომელთა დახმარებითაც აღმოჩენილი იქნა ღეროვანი უჯრედები, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ძვლის იმ დაავადებათა მოსაძებნად, რომელთაც ამ უჯრედების ანომალიები იწვევს.
აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი დაავადების მკურნალობისას, როგორიცაა კრანიოსინოსტოზი - ბავშვების თავის ქალის იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს შეფერხებებს განვითარებაში და თავის ქალის შიდა წნევის გაზრდას.
მეცნიერებმა ასევე დაადასტურეს, რომ სხეულის სხვადასხვა ქსოვილებისა და ნაწილების რეგენერაციაზე პასუხისმგებელია ღეროვანი უჯრედების სხვადასხვა ჯგუფები.