-
2016-02-01 08:52
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას ვერ დაესწრო კომპოზიტორის უშუალო შთამომავალი, რომელმაც ზაქარია ფალიაშვილის სახლი სახელმწიფოს გადასცა. მას მოსაწვევი არ შეხვდა და ოპერისა და ბალეტის თეატრში მისვლა მხოლოდ მეორე დღეს, უშუალოდ პრეზიდენტის მიწვევით შეძლო. ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს.
თამარ ჩხეიძე ოპერაში თავად გიორგი მარგველაშვილმა დაპატიჟა, რომელიც გახსნის დღეს თეატრში თავადაც არ იმყოფებოდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსაწვევები მხოლოდ მათ დაურიგდათ, "ვინც ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა" და რომ დიდხანს იფიქრეს, ვინ უნდა მოეწვიათ, თუმცა, "ქართული საზოგადოება დიდია, დარბაზი კი - პატარა".
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38