
თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ორი დისა და მათი შვილიშვილის ყელგამოჭრილი ცხედრები. პრესა წერს, რომ მოკლულები ქართველები არიან.
გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ გარდაცვლილთა სახლში ერთ-ერთი ქალის ყოფილი ქმარი მივიდა და სწორედ მან აღმოაჩინა ცხედრები.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ვერსიებზე თურქული მხარე ჯერ–ჯერობით არ საუბრობს.
ქართული დიპლომატიური უწყების ცნობით, უკვე დადგენილია, რომ ერთ-ერთი ქალი საქართველოს მოქალაქეა, მეორე მოკლული ქალს კი უკვე აქვს თურქეთის მოქალაქეობა. 18 წლის ბიჭის ვინაობა და ეროვნება ამ დროისთვის დგინდება.