
HUMAN RIGHTS WATCH-ის 2015 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ისევ რჩება ქვეყნად, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არამდგრადია.
გასული წლის ანგარიშში დეტალურად წერია ქვეყნაში არსებულ შერჩევით სამართალზე და ყოფილი თანამდებობის პირების დაკავებაზე. მათ შორისაა გიგი უგულავას გამოშვებისა და დაკავების საქმე.
ანგარიშში მედიაში არსებულ პრობლემებზეც არის საუბარი. ორგანიზაცია რუსთვის 2-ზე, ტელევიზიის საკუთრებასა და მართვაში ყოფილი და ახლანდელი მაღალჩინოსნების სავარაუდო ჩარევის თაობაზე წერს. დასკვნაში ასევე ტაბულას ჟურნალისტების დაკავებაზეც არის საუბარი, რომლებიც სამართალდამცველებმა პლაკატების გამო აიყვანეს. ანგარიშში მოხვდა ტელეკომპანია იმედის თოქშოუების დახურვის თემაც.