
"მონიტორინგის ცენტრ მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერიას თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.
"დედაქალაქის მერიამ 40 000 ევრო ანუ 100 000 ლარზე მეტი გადაუხადა გერმანულ კომპანიას კვლევისთვის, როგორ განიტვირთოს საცობები დედაქალაქში. 100 000 ლარად "გვირჩიეს", რომ შუქნიშნები უნდა დავამატოთ .
საუბარია გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პეკინის ქუჩაზე და სხვა რამდენიმე ძირითადად გადატვირთულ ქუჩებზე. საცობის განტვირთვისთვის საჭიროა: ახალი მაგისტრალები, ხიდები, შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ეს უფასოდ ჩვენგან",-აცხადებს ხაბეიშვილი ,,პირველ რადიოსთან" საუბარში.
"პირველი რადიო"