ოთარ ბექაური - არჩილ თალაკვაძეს: „მერამდენედ უნდა დაარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია?“

Image

უფლებადამცველი ოთარ ბექაური შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და ღია წერილით მიმართავს, სადაც მის გადადგომას ან, მინიმუმ, უფლებამოსილების დროებით შეჩერებეას ითხოვს.

 

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს:

 

ბატონო არჩილ, მსურს გითხრათ რომ თქვენ დიდი ხანია ყოველგვარ ზღვარს გადაცდით, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეთ და “დაუკრეფავშიც კი გადადიხართ” . მოვისმინე თქვენი განცხადება აწ განსვენებული კუჭავას მისამართით, სადაც თქვენ ის ფაქტობრივად მანიაკ და ცივსისხლიან მკვლელად დაგვიხატეთ მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, არ გამართულა არანაირი სასამართლო და მეტიც, საქმე ჯერ ისევ “ცხელია”.

 

გავიხსენებ მაგდა პაპიძის საქმეს, როდესაც თქვენ ფეხქვეშ გათელეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და შვილმკვდარ დედას საკუთარი შვილის მკვლელობაში დასდეთ ბრალი. გოგონა ჯერ ახალი დაკავებული იყო და თქვენ, დიდის სიამაყითა და აღტკინებით განათავსეთ პოსტი თქვენს ფეისბუქზე – არიქა, მკვლელი დავიჭირეო.

 

შემდეგ კი როდესაც მე დაგიკომენტარეთ, აცადეთ ბატონო გამოძიებას თქო, პოსტი დაარედაქტირეთ და “სავარაუდო მკვლელი” მიაწერეთ. მე მზად ვარ ჩვენი დიალოგიც კი საჯარო გავხადო სადაც თქვენ ძალიან დიდი მონდომებით ცდილობთ დამაჯეროთ რომ ბრალდებული მაგდა პაპიძე – მკვლელია!

 

რაზე დაყრდნობით აკეთებთ ამ ყველაფერს ბატონო არჩილ? მერამდენედ უნდა დაარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია? თქვენ კუჭავა უკვე მკვლელად გამოაცხადეთ, რამდენიმე მკვლელობაში ირიბად დაადანაშაულეთ. ალბათ იმ დანაშაულებში დაკავებული პირები კუჭავას ნაცვლად სხედან?!

 

რაც შეეხება მაგდა პაპიძის საქმეს, აღნიშნული საქმე შეიძლება მსაჯულების განსახილველი გახდეს, თქვენ კი უკვე მოახდინეთ საზოგადოებაზე ზეწოლა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც მაგდას ინტერესების დამცველს, მაქვს საფუძველი იმისა, რომ მოვითხოვო მინიმუმ დროებით შეიჩეროთ უფლებამოსილება, ვიდრე მაგდა პაპიძის განაჩენი არ დადგება.

 

მე არ მჯერა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება, ვიდრე თქვენ დაკავებულ თანამდებობაზე ბრძანდებით.

 

მე თქვენ მიგიჩნევთ თანამდებობისათვის შეუფერებლად და როგორც უფლებადამცველი, მოვითხოვ დატოვოთ თანამდებობა მაგდა პაპიძის განაჩენის დადგომამდე, ან სამუდამოდ!”, - წერს ოთარ ბექაური.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !