
ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი მეექვსე ადგილზეა მსოფლიოს ყველა დროის იმ ბალერინებს შორის, რომელთაც თავიანთი ცეკვით წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მაყურებლებზე. გამოკითხვა "ტელეგრაფმა" ჩაატარა.
გამოკითხვის მიხედვით, სულ 12 ასეთი მოცეკვავე გამოვლინდა: ანა პავლოვა, გალინა ულანოვა, ალისია მარკოვა, მარგო ფონტეინი, ნადია ნერინა, ნინო ანანიაშვილი, სილვი გილემი, დარსი ბუსელი, ულიანა ლოპატკინა, თამარა როხო, ალინა კოჟოკარუ და ნატალია ოსიპოვა.
artinfo.ge