-
2015-12-17 09:53
16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი, „კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.
„ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30