
"რუსთავი-2" ერთერთმა მფლობელმა გია ყარამანაშვილმა "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაერთხელ შესთავაზეს, წილები "რაღაც საბჭოსთვის" გადაეცა, რაზეც არ დათანხმდა.
ამ დათმობის ინიციატორად ყარამანაშვილმა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დაასახელა:
"მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ, მაგრამ არც ერთი ყიდვის შესახებ. ეს ხდებოდა არჩევნების მერე. პირველი დღეებიდანვე. თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.
იყო რამდენიმე შეთავაზება, რომ "რუსთავი 2" გადამეცა მმართველობაში რაღაც სპეციალურად შექმნილი საბჭოსთვის, რაც სრულიად ნათელია როგორ და რისთვის კეთდებოდა, ამაზე მე თავიდანვე უარი განვაცხადე", - განაცხადა გია ყარამანიშვილმა.