
იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა "იმედის" თოქშოუა პოლიტიკაში" დაწვრილებით განმარტა, რა შეიძლება მოხდეს, რომ ნიკა გვარამია გამოცხადდეს სისხლის სამართლის დამნაშავედ. ამაზე საუბარი მინისტრმა წამყვანის, შალვა რამიშვილის რამდენიმე დაჟინებული "ჩაკითხვის" შემდეგ დაიწყო, რომელიც დაინტერესდა, რას აპირებდა ხელისუფლება, თუკი ნიკა გვარამია არ შეუშვებდა "რუსთავი-2"-ში დანიშნულ ახალ მმართველებს.
"თუ დადგა აღსრულების პროცესი და მავანმა - "ნაციონალების" ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მე გავმაგრდი და აბა, მოდით, თუ ბიჭები ხართ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ისე, როგორც ეს არის მშვიდ, სტაბილურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროში, პროცედურა არის გაწერილი.
ჩვენ ამ პროცედურას არ დავარღვევთ. ჩვენ გავუგზავნით წერილს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ. ის აღასრულებს ამასობაში, ან იტყვის, რომ არ აღასრულებს. გავუგზავნით მეორედ. შემდეგ დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცესი, რომელსაც ის თუ არ დაემორჩილება, ოღონდ იძულებითი აღსრულების პროცესი მოვედი, წაგიყვანე არ არის.
ეს არის დოკუმენტი, რომელიც მას ეგზავნება და ეუბნება, რომ ის არღვევს კანონს და ვიწყებ იძულებითი აღსრულების პროცესს, რომელსაც თუ ისევ უარყოფითად უპასუხებ, შენ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდები, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ყველას მოვალეობაა.
ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი, ვიდრე მას საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს, არის ძალაში და ითვალისწინებს იმას, რომ ვინც კი ხელს შეუშლის, ან უარს იტყვის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ის დაისჯება სისხლის სამართლის წესით. ეს არის აბსოლუტური დემოკრატიული მიდგომა. ეს არ არის კუნთების ვარჯიში", - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.