
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ დისკუსიას, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" ლევან ვარაზის ჩანაწერის გაზიარებას მოჰყვა (ჩანაწერი გოგი გვახარიას ეხებოდა).
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ზედაპირული კომენტარები გაკეთდა და სწორედ ამიტომ, როგორც წერს, იზიარებს მისი მეგობრის ნიკა რურუას სტატუსს:
ნიკა რურუა:
"ლევან ვარაზის ძალიან კარგი, გონივრული სტატიიდან:
“...გოგი გვახარია კი თავისი არსით მაინც დადებითია. ამიტომ ის შორს არსად გაჰყოლია არც ერთ დინებას - ის უბრალოდ გაეჭედა გრიგოლიას და აქუბარდიას ოთახის ექსკლუზიურ ”მარცხენა” კუთხეში, საიდანაც საბჭოთადროინდელი ფრანგული კომპარტიის იდეებს ავრცელებს. მისი ”მემარცხენეობა” საქართველოს დღევანდელობაში თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა ეკონომიკურად ზეგანვითარებულ კაპიტალისტურ ბრიტანეთში წარმოქმნილი მარქსიზმი ფეოდალური, თითქმის მონათმფლობელური რუსეთის პირობებში. იქნებ სწორედ ამიტომაა ასე ახლოს გვახარია იმ მოვლენასთან, რომელიც მისთვის ვითომდა მიუღებელი უნდა იყოს (თუნდაც ანდრეი ტარკოვსკის რაფინირებულ-დისიდენტურ-რუსოფილური «занудство»-ს მიუღებლობიდან გამომდინარე) და რომელსაც «русский интеллигентский гундеж» ჰქვია.”
P.S. მათთვის, ვინც ამ სტატიის გაზიარება სასტიკად დაგმო, ავხსნი, რომ ავტორის მიერ ნახმარი ტერმინი “პედომორფოზი” არანაირად არ ნიშნავს სქესობრივი უმცირესობების დისრიმინაციას. დეფინიფია ამ ტერმინისა იხილეთ ქვემოთ:
paedomorphosis /ˌpiːdəˈmɔːfəsɪs/ noun
1.
the resemblance of adult animals to the young of their ancestors: seen in the evolution of modern man, who shows resemblances to the young stages of australopithecines.
2. paedomorphosis (pae·do·mor·pho·sis or pe·do·mor·pho·sis or pē’də-môr’fə-sĭs)
n. pl. pae·do·mor·pho·ses (-sēz')
Phylogenetic change in which juvenile characteristics are retained in the adult form of an organism.
P.S.1 მთელი სტატია ვერ ვიპოვე გასაზიარებელ ფორმატში, თორემ გავაზიარებდი თქვენთვის. გირჩევთ წაკითხვას. ის ინტელექტუალური უსინდისობის (intellectual dishonesty-ს) თემაზეა, რომელშიც ეს ფენომენი კარგადაა გაანალიზებული".
ლევან ვარაზის ჩანაწერი "Der Fall გვახარია"