
"რუსთავი-2"-ის ოფისის წინ სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს და მუდმივ მორიგეობას იწყებენ. მოხალისე მოქალაქეები თბილ პლედებს, საძილე ტომრებს, ცხელ სასმელსა და სხვა, ექსტრემალურ რეჟიმში საველე პირობებში ხანგრძლივი ყოფნისას აუცილებელ ნივთებს იმარაგებენ.
მოხალისეებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ რჩებიან ღამისთევით ოფისის წინ, შეუძლიათ ზემოთხსენებული და სხვა ნივთები, ასევე მალმომზადებადი პროდუქტები "რუსთავი-2"-ის ოფისის წინ, სანდრო ეულის ქუჩა 5 ა-ში მიიტანონ.