საყევარიშვილი და დვალი მზად არიან, ყარამანიშვილის წარმომადგენელს R2-ის მართვის უფლებამოსილება დროებით გადასცენ

Image

რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ძმებ ყარამანაშვილებს მიმართავენ, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის და ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ და ახალ განცხადებას ავრცელებენ:

 

„ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ა.წ. 5 ნოემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინების თაობაზე საზოგადოების გამოხმაურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ჟურნალისტები და მედია-მენეჯერები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს კითხვები “რუსთავი 2″–ის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის ირგვლივ.

 

შესაბამისად, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება არ არის საბოლოო, ექვემდებარება გასაჩივრებას ჯერ პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდგომ სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის გადაწყვეტილება შეიცვალოს, ჩვენ ვაპირებთ, დაველოდოთ გასაჩივრების შედეგებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს ეს განჩინება გაივლის გასაჩივრების ყველა ეტაპს და მიიღებს საბოლოო სახეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდეთ ტელევიზიაში და შევასრულოთ ხსენებული განჩინებით ჩვენზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები.

 

ასევე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, “რუსთავი 2″–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ, ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

 

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში. ჩვენ, “რუსთავი 2″–ის დროებითი მმართველები ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები, რომ ტელეკომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ეს საქართველოს საზოგადოების უმთავრესი დაკვეთაა” – ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !