
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან ორი ძირითადი დააკმაყოფილა: "რუსთავი-2"-ის ამჟამინდელი მფლობელები ამოიშალნენ რეესტრიდან და ახალ მფლობელად ქიბარ ხალვაში უნდა დარეგისტრირდეს.
ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ "რუსთავი-2"-ის ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებაა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, წილების შესახებ ჩანაწერში ახალი გადანაწილება უნდა გაჩნდეს: წილის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო 40%-ის, ხალვაშის კუთვნილი კომპანია "პანორამა".