-
2015-10-31 23:27
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებით, სოციალური ქსელი შეტყობინებას გაუგზავნის მომხმარებლებს, ვინც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ან მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის თვალთვალის მსხვერპლია.
"ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი მომხმარებლის ანგარიშის დასაცავად, თუმცა გადავწყვიტეთ დამატებით ვიმოქმედოთ და გავაფრთხილოთ მომხმარებელი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მყარი ეჭვი, რომ მის ანგარიშზე ჰაკერული თავდასხმა ხდება. მიგვაჩნია, რომ ასეთი თავდასხმები ძალიან სახიფათოა და ყველანაირ თანადგომას ვუცხადებთ მომხმარებლებს, რათა მათ საჭირო ნაბიჯები გადადგან მსგავსი თავდასხმის ასაცილებლად", – ამბობს „ფეისბუქის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექს სტამოსი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43