-
2015-10-15 02:17
სასულიერო პირი, ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის პედაგოგი მამა ვახტანგი (თოხაძე) სკოლაში მისი წაქეზებით მომხდარ ფაქტს - მოსწავლის გაროზგვას „ფეისბუქზე“ ეხმიანება.
სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ სტატია „გურია ნიუსმა“ მოამზადა, ხოლო შემდეგ კი სიუჟეტი „კურიერში“ და სხვა ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებშიც გავიდა.
ვახტანგ თოხაძე წერს (სტილი დაცულია):
„ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ერთ ერთმა რეგიონალურმა გაზეთმა დაბეჭდა ცილისწამებული სტატია პირადად ჩემსა და იმ სკოლის წინააღმდეგ სადაც ვასწავლი...
მოკლედ მოხდა ასეთი ამბავი: ერთ უდისციპლინო ბავშვს, ჩემი სიტყვით მეორემ მსუბუქად მიარტყა წკეპლა( და გადის რამდენიმე თვე და უცებ იბეჭდება სტატია რომ ვიღაცას როზგავენ, არ გასულა რამდენიმე საათიც და მოვიდა რუ 2.. შემდეგ ბათუმიდან ამოვარდნენ (მათი განცხადებით წამებში ქონდათ დრო გათვლილი) მაესტრო და იმედი, ფარულად ჩაწერეს საუბარი, ამოჭრეს და დაამახინჯეს ასე ვთქვათ ინტერვიუები, შემდეგ სასწრაფოდ ჩაერთოს საქმეში განათლების სამინისტროს ყოფილი თუ მოქმედი ნაცწევრები, რომლითაც სავსეა განათლების სამინისტრო და ეს ხდება დღეს მოქმედი მთავრობის ე.წ ლიბერალური მიმდინარეობის თუ იდეოლოგიის მომხრე პარტიების მხარდაჭრით.
და ახლა ველოდებით განათლების სამინისტროს კომისიას, რომელიც ელვისებურად იქნა დანიშნული და იმედი მაქვს მალე გვესტუმრებიან... აი, რაც მინდოდა მეთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმე რათქმა უნდა უფრო რთულად არის რადგან ცდილობენ (როგორც მეგობრები მეუბნებიან დახურულ ჯგუფებში რუსოფილად მაცხადებენ და ჩემთვის ნათელია ერთსქესიანთა კავშირის მომხრე პარტიები და მათი მხარდამჭრერები როგორი გაცეცხლებულები არიან. ისე მათ საქებრად უნდა ითქვას დიდი სოლიდარობით გამოირჩებიან, რაც სამწუხაროდ ჩვენ მართლმადიდებლებსა და უბრალოდ ქართველებს არ გვახასიათებს)...
აი რაც მინდოდა მეთქვა იმათთვის ვინც ნაც ტელეიზიების რეპორტაჟებიდან ვერაფერი გაიგო...
პ.ს. - ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა გილოცავ ისეთი ტელევიზიები გაგინებენ, რომელთც საქართველოს მოსახლეობა ეზიზღებათო... მადლობა ნაც ტელევიზიებს ამ სიძულვილისთვის".