ოზურგეთის სამრევლო სკოლაში მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა

Image

ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგმა, სასულიერო პირმა, მამა ვახტანგმა (თოხაძე), საკუთარი მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა - ამის შესახებ "გურია ნიუსი" წერს. 

 

აღნიშნულ ფაქტს "გურია ნიუსთან" სკოლის მოსწავლეებიც ადასტურებენ. როგორც გვითხრეს, დასჯის აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზეზი ბავშვის სკოლაში დაგვიანება გახლდათ.

 

სკოლის სასწავლო ნაწილი ნინო გოგეშვილი ამბობს, რომ ფაქტი "ცოტა გამუქებულია":

 

- სულ ეგრე არ ყოფილა. ბავშვი შევიდა გაკვეთილზე დაგვიანებით, რომელსაც წკეპლა ეჭირა ხელში. მამაოს უკითხავს თუ რატომ დააგვიანა და ხუმრობით უთქვამს ბავშვებისთვის - მოდით, აბა გაროზგეთო. რამდენიმე ბავშვმა გაროზგა. მამაოს ნამდვილად არ გაუროზგავს.

 

სკოლის სასწავლო ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ იმ მიზეზით გახმაურდა, რომ "დასჯილ ბავშვს სკოლიდან გადასვლა უნდოდა".

 

-მას სკოლიდან გადასვლა სურდა და როგორც ჩანს, ბავშვმა ეს მიზეზი მოიყვანა მშობელთან. როცა ჩვენ გვქონდა ბავშვთან შეხვედრა, რომელსაც მისი მშობელი და მამა ვახტანგიც ესწრებოდა, ბავშვმა ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ეს გასულ სასწავლო წელს მოხდა და მხოლოდ ხუმრობა იყო.

 

სკოლის დირექტორი მამა მათე (გორდელაძე) "გურია ნიუსთან" საუბრისას ფაქტს არ უარყოფს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მეუფეს ცოტა ხნის წინ აცნობა:

 

-ბავშვისგან ვიცი, რომ ამას ჰქონდა ხუმრობის ტონი და ერთმა დაარტყა წკეპლა. მამაომ უთხრა, რომ ნუ წახვალ ფეხბურთზე, ნუ გააცდენ გაკვეთილს, თორემ ისევ შემოგარტყამ წკეპლასო. სიცილ-თამაშში მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მერე გარეთ გამოჟონა და გადაიზარდა დიდი ამბავში.

 

- მსგავსი მოწოდება სასულიერო პირისგან, რომელიც ამავე დროს პედაგოგია, მინიმუმ უხერხული არ არის?

 

- ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მერე გავაფრთხილეთ მამაო, რომელმაც ბავშვიც ნახა და მშობელიც, თუმცა, მოგვიანებით გაიშალა ეს თემა,- აცხადებს მამა მათე. 

 

როგორც "გურია ნიუსს" სამრევლო სკოლაში უთხრეს, ბავშვი, მშობელმა, რომელთან დაკავშირებაც ამ დროისთვის ვერ ხერხდება უკვე გადაიყვანა სხვა სკოლაში. 

 

შენიშვნა: თემატური ფოტო არქივიდან

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !