
ბრიტანელი ფინატროპი სერ ნიკოლას უინტონი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ზღურბლზე 669 ბავშვი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრისგან იხსნა, 106 წლისა გარდაიცვალა.
უინტონი გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა, რომელიც 1907 წელს დიდ ბრიტანეთში ემიგრირდა. 30-იან წლებში უინტონი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბროკერად მუშაობდა.
მეორე მსოფლიო ომის წინუინტონმა მოახერხა, საკონცენტრაციო ბანაკებში განაწილებისგან ეხსნა 669 ბავშვი გერმანელებისგან ოკუპირებული ჩეხეთიდან. უინტონის დედა შვილს ეხმარებოდა იმ ოჯახების მოძიებაში, რომლებიც მზად იყვნენ, გადარჩენილი ბავშვები მიეღოთ.
ბავშვების გადარჩენისა და ამ საქმეში უინტონის როლის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 1980-იან წლებში. თვითონ უინტონი არასდროს საუბრობდა ბიოგრაფიის ამ მონაკვეთზე - ომის შემდეგ ის ქალაქ სენტ-ოლბანსში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში ორგანიზაციული მუშაობით იყო დაკავებული.