
როგორც ,,თავისუფალ ზონას" უკრაინიდან აცნობეს, ატოს ზონში, აზოვის ზღვაში ნაპოვნია დაღუპული ქართველი მებრძოლის კონსტანტინე ლაშხიას ცხედარი.
კონსტანტინე ლაშხია რამდენიმე თვეა, იმყოფებოდა უკრაინაში და სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიებები კონსტანტინე ლაშხიას კონფლიქტის ზონიდან კიევში გადმოსასვენებლად.