
"ტაბულის" ცნობით, ყვარლის ტბაზე პატრიარქისა და მისი თანმხლები პირების სტუმრობის გამო ადმინისტრაციამ სხვა დამსვენებლებისთვის, მათ შორის, უცხოელი ტურისტებისთვის, შეზღუდვები დააწესა.
კურორტზე პატრიატრქი მეორე აუზით და სპით სარგებლობს, ამ მიზეზით სასტუმროს სტუმრებს გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორია დაატოვებინეს და ადგილზე მხოლოდ პატრიარქი და მისი თანხმლები პირები იმყოფებიან.
სასტუმროში, სადაც ერთი ღამის გატარება 260 ლარი ჯდება, პატრიარქის სტუმრობის გამო დამსვენებლებს და ტურისტებს არ აძლევენ იმავე მომსახურებით სარგებლობის უფლებას, რითაც პატრიარქს და მის მხლებლებს. ამან სასტუმროს სტუმრების, მათ შორის ტურისტთა უკმაყოფილება გამოწვია. ბრიტანელი ტურისტის განცხადებით, მას მეორე კლასის მომხმარებელივით ექცევიან.