-
2015-07-01 08:26
მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც წყალმა ჯერ ქუჩის ნაწილი, ხოლო შემდეგ მაღაზიისა და სალონის სარდაფები დატბორა, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
სამუშაოებს ართულებდა ის, რომ დაზიანებული წყლის მილიდან ამოხეთქილმა წყალმა გზის სავალი ნაწილი ჩაანგრია. დაზარალებულები თავად ცდილობდნენ სარდაფიდან წყლის ამოხაპვას, რადაგან სამაშველო სამსახურმა „წყლის დაბალი დონის“ გამო უარი განაცხადა ამოხაპვაზე და დაზარალებულებს აუხსნა, რომ მცირე წყლის ამოხაპვის საშუალება არა აქვთ.