-
2015-07-01 00:21
"აფხაზეთის ხმას" მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ წყლის მილის დაზიანების გამო წარმოქმნილი დატბორვის შედეგად მოსახლეობა არ დაზარალებულა - დატბორილია რამდენიმე სარდაფი, მათ შორის, სურსათის მაღაზიის.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. დადგენილია, რომ დატბორვა სასმელი წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია, რის შემდეგაც წყალმა ამოხეთქა და სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარი დატბორა. შეგახსენებთ, ინფორმაცია მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.
მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება, სავარაუდოდ, დილამდე შეუწყდებათ. იმ ადგილას, სადაც დაზიანებული მილიდან წყალმა ამოხეთქა, ჩანგრეულია ასფალტი. ადგილზე საავარიო ბრიგადები მუშაობენ.