-
2015-06-30 23:55
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია. მიზეზი წყლის ნაკადია, რომელიც ქუჩაში მიედინება და უკვე დატბორა როგორც სამანქანო გზა, ასევე ტროტუარი, - ინფორმაციას ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
სავარაუდოდ, ქუჩის დატბორვის მიზეზი წყლის მილია, რომელიც დაზიანდა. როგორც ჟურნალისტი "ფეისბუქში" წერს, ქუჩაში, ვიზუალური დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნით, სასმელი წყალი მიედინება.
თბილისის მერიაში შეტყობინება უკვე შევიდა. ადგილზე საავარიო ბრიგადები გაიგზავნა.


თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26