
მოქალაქეების მიერ "ფეისბუქზე" დაიგეგმა აქცია საკრებულოსთან კვირას, 28 ივნისს 6 საათზე, მოთხოვნით გაშენდეს ვერეს ხეობაში თბილისის ცენტრალური პარკი.
ვთვლით, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში არ არსებობს პარკები, ვერეს ხეობაში უნდა გაშენდეს ცენტრალური სარეკრეაციო ზონა, რომელიც ზოოპარკის იპოდრომისა და მზიურის ტერიტორებს გააერთიანებს.
ჩვენი სურვილია გათავდეს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებული სპეკულაციები და იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პარკის მშენებლობის თაობაზე. აქცია არ ატარებს პოლიტიკურ სახეს.
იგი ორგანიზებულია რიგითი მოქალაქეების მიერ და კავშირი არ აქვს არანაირ პოლიტიკურ გაერთიანებებთან. საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის: ლექსო ბექაური 574 46 79 97 ანანო ბაკურაძე 599 70 12 01 ნატა ფერაძე 568 99 69 19.