-
2015-06-26 06:41
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ განთავსებული ე.წ. ერმაკოვის ბუდკები, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტგამოცემებში კრიტიკის საფუძველი გახდა, გვიან ღამით აიღეს.
როგორც "რუსთავი-2" იტყობინება, ადგილზე ღამით ტრაქტორი მუშაობდა, იქვე იყვნენ ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ტერიტორია მაშინვე დატოვეს, რაც ჟურნალისტები გამოჩნდნენ. მერიის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ გასცა ჯიხურების დემონტაჟის ბრძანება.
მანამდე ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ ჯიხურები გარე მოვაჭრეებთან შეთანხმებით შეარჩიეს და უკვე შერჩეული იყვნენ სტუდენტები, რომელთაც ისინი უნდა შეეღებათ. მოგვიანებით მერია ამ "ბუდკების" ჩანაცვლებას ჰოლანდიური ტიპის ჯიხურებით გეგმავდა.
შეგახსენებთ, პირველი ფოტოები ბათუმის ცენტრში "ერმაკოვის ბუდკების" როგორც განთავსების, ასევე აღების შესახებ "ფეისბუქზე" "უპატრონო ბათუმმა" გაავრცელა.


