-
2015-06-26 01:14
წვიმის შემდეგ სპეციალისტები სოჭში მეწყრული პროცესების განვითარებას ვარაუდობენ და ამის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, ციკლონი, რომელმაც სოჭში წყალდიდობა გამოიწვია, ცენტრალური რუსეთისკენ დაიძრა, რის საფუძველზეც მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ის მოსკოვში სამდღიან წვიმას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, სოჭში წყალდიდობის სედეგად დაიტბორა ქუჩები და სახლები, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამ დრომდე მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი.