-
2015-06-24 23:06
საქართველოს თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ბაჩო ახალაია ისუტიციის საბჭოს მდივნის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება და შეკითხვებს სვამს.
"უბრალოდ მინდა აღშფოთება გამოვხატო გუშინ ტელევიზიით ნანახი და მოსმენილი სასამართლო პოზიციის გამო, ვგულისხმობ იუსტიციის საბჭოს მდივნის მურუსიძის განცხადებებს და მისი მხრიდან გამოვლენილ გადაჭარბებულ თავხედობას.
ისმის მხოლოდ ორი კითხვა, რას ნიშნავს მოსამართლეების მხრიდან ოჯახებზე, მეგობრებზე და მეზობლებზე აპელირება, რას ნიშნავს რომ ამ ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის კომფორტის გამო ჩვენ უნდა ავიტანოთ ეს უსამართლო (არაფერს ვამბობ კანონზე) სასამართლოს გადაწყვეტილებები?
თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გვაროვნულ-თემურ წყობილებაში და დამოკიდებულებები ვართ იმაზე ვის რამდენი მეგობარი, მეზობელი და ნათესავი ყავს?
და მეორე მნიშვნელოვანი კითხვა - რას ნიშნავს სასამართლო „დაიცავს თავს“? შემთხვევით ხომ არ არის იმის დასტური, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მხარეს წარმოადგენენ?
ძალიან მოკლედ ეს კითხვებია და შესაბამისად ბოლომდე გვითხრან, რა ურთიერთობას გვთავაზობენ თვითონ მოსამართლეები - სამართლებრივს თუ გვაროვნულ-პატრონაჟულ სისტემაზე აგებულ ველურ დაპირისპირებას?
რამდენიმე დღეა, რაც გავეცანი საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ცალსახად მიუთითებს საქართველოში პოლიტიკური მოტივით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დევნაზე. ეს გადაწყვეტილება გახდება საჯარო და გამოქვეყნდება მალე", - აცხადებს ბაჩო ახალაია.