ველისციხის დატბორვის საფრთხე 2010 წელს - როგორ იმუშავა ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმში (ვიდეო)

Image

2010 წლის 22 აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, თავსხმა წვიმის შედეგად, კატასტროფული დატბორვის საფრთხე შეიქმნა. პრობლემა ძლიერი წვიმების შედეგად, სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის დონის მომატებამ გამოიწვია, დაზიანდა წყლის დამცავი ჯებირი.  

ხელისუფლებამ მოსალოდნელი კატასტროფის შედეგების გათვალისწინებით დაგეგმა და გაატარა გადაუდებელი ღონისძიებები, რაზეც მაშინ როგორც სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდები, ასევე დამოუკიდებელი მედია წერდა:

 

რადიო "თავისუფლება", 22 აპრილი:

 

"სოფელ ველისციხის მოსახლეობა ახლობლების ოჯახებში გადანაწილდნენ, ნაწილის განთავსება კი კულტურის სახლის შენობაში მოხდა. როგორც კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი აცხადებს, საგანგებო სიტუაციების სამსახური ადგილზეა და ევაკუირებული მოსახლეობა საკვები პროდუქტით მარაგდება.

 

"დღეს დილიდან გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ევაკუირებული მოსახლეობის საკვებითა და სასმელი წყლით მომარაგება დაიწყო. შესაბამისი თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველომ გამოყო", _ აცხადებს სიბაშვილი.

 

ველისციხეში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ჩავიდნენ. 

 

ჭერმის წყალსაცავთან მძიმე ტექნიკა მუშაობს. უცნობია, საფრთხე როდის მოიხსნება. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მდგომარეობის გართულება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ყველა სამსახური მობილიზებულია და დამატებითი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობა სოფლიდან დროულად იქნება გაყვანილი";

 

როგორც "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" მიერ გამოქვეყნებული ამ მასალების სქრინიდან ჩანს, 22 აპრილს აღმოჩენილ საფრთხეზე რეაგირება საათების განმავლობაში მოხდა და საღამოს საათებში ევაკუაცია უკვე დაწყებული იყო. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მეორე დილით, მასალის გამოქვეყნების დროისთვის (09:53) ველისციხიდან 600-დე ოჯახი უკვე ევაკუირებული იყო, ხელისუფლების წარმომადგენლები კი უკვე იქ იმყოფებოდნენ:

kax-ev.jpg

 

kax.jpg

23 აპრილს, მოსახლეობის ევაკუაციის პარალელურად, ველისციხეში მთავრობის წევრები, მათ შორის, შს მინისტრი ჩადიან. საგანგებო შტაბი მთელი დატვირთვით მუშაობს, ველისციხეში, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით (ისევ "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით), სპეცდანიშნულების რაზმი განლაგდა, რათა მაროდიორობა აეცილებინათ თავიდან, ხოლო თავად შს მინისტრმა მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა:

kax1.jpg

kax2.jpg

 

ახლა კი, პრობლემისა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების დაწვრილებით გაცნობის მიზნით, ვნახოთ შს სამინისტროს ვებგვერდზე 2010 წლის აპრილში გამოქვეყნებული მასალა:

 

"2010 წლის 22 აპრილს ძლიერი წვიმების შედეგად, კახეთში, სოფელ ჭერემის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის რაოდენობამ გადააჭარბა დასაშვებ ნიშნულს. უხვი ნალექების გამო გააქტიურებულმა მეწყერმა წყალსაცავის ჩრდილო ნაწილში გამავალი არხის დამცავი ჯებირი დააზიანა, რომლის ჩახერგვა ასევე განაპირობა არხზე გადებული ხიდის ჩანგრევამ. შეიქმნა საშიშროება წყალსაცავში წყლის დონის სახიფათო ნიშნულამდე აწევისა.

 

განსაკუთრებით კი მდგომარეობა გართულდა იმის გამო, რომ წყალსაცავის ავარიული დამცლელი მილის სათავე ნაწილი აღმოჩნდა დაზიანებული და ჩახერგილი. იგი წყალსაცავის ავარიული დაცლის საშუალებას არ იძლეოდა. ზემოხსენებულმა გარემოებებმა წყალსაცავის მიწაყრილი კაშხლის ავარიული რღვევის მომატებული რისკი წარმოშვა. რასაც შეიძლება ქვედა ბიეფში გამოეწვია წამლეკი ტალღა და შესაბამისად სოფელი ველისციხე მოქცეულიყო კატასტროფული დატბორვის ზონაში.

 

ვინაიდან წყალსაცავის მოცულობა შედგენდა 1,3 მლნ.კუბ.მ. , ხოლო სოფლები ველისციხე და მუკუზანი წყალსაცავიდან დაშორებული იყო 14 კმ.-ით სავარაუდო წამლეკი ტალღის სიჩქარე გამოთვლების შედეგად მოსალოდნელია ყოფილიყო 5 მ/წმ; სიმაღლე 6 მ. დატბორვის სავარაუდო დრო 50 წთ და დასახლებულ ტერიტორიამდე მოსვლის დრო 34 წთ. დაუყოვნებლივ ევაკუაციას ექვემდებარებოდა - 3000-მდე მოსახლე (600 ოჯახი).

 

საგანგებო სიტუაციის ზონაში დაუყოვნებლივ ჩავიდნენ შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთა ხელმძღვანელობა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მყვინთავებით დაკომპლექტებული სამაშველო რაზმი.

 

ადგილზე მოსალოდნელ კატასტროფაზე მზადყოფნისა და თავიდან აცილების ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით ფუნქციონირება დაიწყო საგანგებო შტაბმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებელი პირი. დაისახა გეგმები სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის და მოსალოდნელი საფრთხის პრევენციის მიზნით ჩასატარებელი ტექნიკური ღონისძიებები. მობილიზებული იქნა თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო რაზმები.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში ოპერატიული პროგნოზის საფუძველზე დადგენილ იქნა მოსალოდნელი წამლეკი ტალღის ძირითადი პარამეტრები, რომლის მიხედვითაც შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონაში შეიძლება მოქცეულიყო სოფლების ველისციხისა და მუკუზანის მნიშვნელოვანი ტერიტორია (დაახლოებით 15 კვ.კმ.).

 

შესაბამისად იმავე საღამოს საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებითა და კოორდინაციით ორგანიზება გაუკეთდა 700-მდე ოჯახის ევაკუაციას. ევაკუირებულთა განსახლება განხორციელდა მეზობელ სოფლებში და ველისციხის თეატრის შენობაში. სოფელში მობილიზებულ იქნა თელავის გურჯაანის და ლაგოდეხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. 

 

გურჯაანის რაიონის სოფლებიდან ველისციხე და მუკუზანი, მაშველებმა მოახდინეს მოსახლეობის ევაკუირება. აღნიშნულ სოფლებში განლაგებულ იქნა შსს ადგილობრივი პოლიციის რაზმები და საპატრულო დანაყოფები, რომელთა დანიშნულებას წარმოადგენდა მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლ-კარის დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, წყალსაცავზე საინჟინრო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში, სამაშველო ძალებთან ერთობლივად სამაშველო ოპერაციების წარმოება.

 

24 აპრილს მოსალოდნელი დატბორვის ზონაში დამატებით გაიგზავნა სამაშველო ძალები, ინტენსიურად მიმდინარეობდა სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები, ჭარბი წყლის წყალსაცავიდან გადმოტუმბვის მიზნით. რის შედეგადაც, ინტენსიური წვიმების მიუხედავად, მიღწეულ იქნა წყლის დონის ერთი მეტრი დაწევა. იმის გამო, რომ წყალმოვარდნის საფრთხე კვლავ შენარჩუნებული იყო, შესაბამისად 25 და 26 აპრილს ინტენსიურად გრძელდებოდა საავარიო წყალგამშვები მილის აღდგენითი და წყლის დონის დარეგულირების მიზნით სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები.

 

მათ შორის სახელდახელოდ მოეწყო სადრენაჟო სისტემა, რომლითაც ამოიტუმბებოდა წყალსაცავიდან ჭარბი წყალი.
25 აპრილს წინასწარ შემუშავებული საინჟინრო გეგმარებითი სამუშაოების მიხედვით განხორციელდა წყალსაცავის ავარიული დამცლელი მილის სიღრმული აფეთქება მცირე მუხტებით, რითაც მიღწეულ იქნა აღნიშნული მილის შლამისა და ჩამონაქცევი ნალექისაგან გაწმენდა და სრულად ამოქმედება.

 

26 აპრილს დილით მიღწეულ იქნა საავარიო წყალგამშვები მილის სრულყოფილი ფუნქციონირების აღდგენა. საფრთხის შემცირების კვალდაკვალ ევაკუირებული მოსახლეობა დაბრუნებულ იქნა თავიანთ საცხოვრებელ სახლებში. შესაძლო კატასტროფული დატბორვის საფრთხე სრულად იქნა აღმოფხვრილი."

 

ვიდეო: ტელეკომპანია "იმედის" სიუჟეტი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !