10 დიდგორი და 2 “მედევაკი” კონგომ იყიდა - "დელტის" წარმატება სკეპტიკური შეფასებების ფონზე

Image

საქართველოს ისტორიაში პირველად ქართული ჯავშანტექნიკა საზღვარგარეთ გაიყიდა: "დელტის" წარმოებული 10 "დიდგორი" და 2 სამედიცინო საევაკუაციო “მედევაკი” კონგომ შეიძინა, - ამის შესახებ "დელტის" დამფუძნებელი ზვიად ციკოლია "ფეისბუქზე" წერს. 

"მოკლედ, ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში და მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა!", - წერს ზვიად ციკოლია.

 

აღსანიშნავია, რომ დიდგორის" სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციამ ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში, საუდის არაბეთის უდაბნოში გამართულ სატენდერო ჩვენებაში გამოიჩინა თავი, სადაც თითქმის ყველა კონკურსანტი ჯავშანმანქანა ამერიკული  Ford F550-ის შასიზე იყო შექმნილი (ისევე, როგორც ჩვენი “დიდგორი”), რაც მათ თითქმის ერთნაირ პირობებში აყენებდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა კონსტრუქციულ დეტალებს – თუ რამდენად ეფექტურია ძრავის გაგრილების სისტემა უდაბნოს მაღალ ტემპერატურაზე, ქვიშაში გამავლობის ხარისხი, საკაცეების მოხერხებულად განთავსება და ა.შ.

 

“დელტაში” ამაზე იზრუნეს და “დიდგორი” სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციის კონდიციონერით აღჭურვეს, ხოლო უკანა სადესანტო კარი გააგანიერეს, რომ საკაცე შეტეულიყო.

 

შეგახსენებთ, საქართველოში სამხედრო წარმოების დანერგვა არაერთხელ გამხდარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების ქილიკისა და ირონიული დამოკიდებულების ობიექტი როგორც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, ასევე მის შემდეგ. მაგალითად, ერთერთ წინასაარჩევნო მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

 

"აკვიატება და ახირება, სხვა რა შეიძლება უწოდო ლაზიკას პროექტს? ახლა აჩემებული აქვს თუ ტანკი ლაზიკა თუ ქალაქი... სად არის ქვეყანაში ტანკის წარმოების საშუალება? ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ამდენ ტყუილს რომ დაიჯერებს, ამით სააკაშვილი ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებს.''

 

ირონიული სტატუსები ქართულ სამხედრო წარმოებას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არც ჟურნალისტებისგან მოკლებია. ცალკეული სტატიების გარდა, სკეპტიციზმი პირად მოსაზრებებშიც შეიმჩნეოდა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის რჩეული ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სხვადასხვა დროს "ფეისბუქზე" წერდა:

 

''რეფორმებს და შუშის შენობებს ვინ ჩივის, რუსებს თურმე სამხედრო წარმოებაშიც გავუსწარით. რუსებმა "დიდგორი" რომ დაინახეს, "ივეკოს" ბაზაზე თავიანთი "ბეტეერის" შექმნა დაიწყეს, რომელიც ცდილობს, "დიდგორს" დაეწიოს. რუსეთი რომ პოლიციის რეფორმებში, შენობებში, მანქანებში, ეკონომიკურ რეფორმებში გვბაძავს, ეს არ მიკვირს, მაგრამ შეიარაღებაშიც თუ ოდესმე მოგვბაძავდნენ, არ მეგონა.''

 

''სამხედრო მრეწველობაში ჩვენი წარმატებები ცალკე საუბრის თემაა. უკვე გვაქვს "დიდგორი", "ლაზიკა" და უპილოტო საფრენი აპარატი. თუმცა გეგმები კიდევ უფრო გრანდიოზულია. აბა, პრეზიდენტს (მიხეილ სააკაშვილს, - რედ) მოუსმინეთ...''

 

''თუ ასე გავაგრძელეთ, ალბათ, მალე ჩვენი ბირთვული პროგრამაც გვექნება. ისე ვართ ამ საქმეში მონდომებულები, აწი აღარაფერი გამიკვირდება...'' 

 

''პრეზიდენტის გამკვირვებია: ჯავშანტრანსპორტიორი თუ გყავს, უპილოტო საფრენ აპარატებსაც თუ ვაწარმოებთ და მალე ჩვენი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაც გვექნება, თხუნელამ უნდა შეგვაშინოს?! ამ ყველაფერს მალე რეზერვის სისტემაც დაემატება და ჩვენი მომრევი დედამიწის ზურგზე არავინ იქნება". 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !