-
2015-06-23 07:22
ზოოპარკში პროკურატურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით საგამოძიებო უწყების რამდენიმე წარმომადგენელი ადმინისტრაციულ შენობაში ზოოპარკის რამდენიმე თანამშრომელს გაესაუბრა.
პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ღონისძიებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ზოოპარკის დირექტორი.
„ჩემთან საუბარი არ ყოფილა, მას შემდეგ მე არ ვყოფილვარ დაბარებული. დღეს ზოგი გასაუბრება იყო, ზოგი დაკითხვა, ძალიან კეთილგანწყობილი. იღებდნენ ინფორმაციას ზოოპარკის ცხოველების შესახებ,“ - აცხადებს გურიელიძე.
ინფორმაცია ამ გასაუბრების სამართლებრივი სტატუსის შესახებ არ ვრცელდება.
"პირველი რადიო"
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02