
სოფელ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის დაკრძალვაზე ჩასულმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამ ხელისუფლებამ შვილების მკვლელობიდან საქმე მამების მკვლელობამდე მიიყვანა.
„შვილმოკლული მშობლები როცა სჭირდებოდათ, ყველაფერს პირდებოდნენ, მერე დაივიწყეს და ახლა როცა ეს ადამიანი მოკლეს, ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის.
მისი და მისი მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
ისინი უნდა წავიდნენ, მთელი მთავრობა და არა ერთი მინისტრი.
ეს იქნება ობიექტურობა და სამართლიანობა. ამ ხელისუფლებამ შვილების მკვლელობიდან საქმე მამების მკვლელობამდე მიიყვანა”, – აღნიშნა მან.