
„კურიერის“ ინფორმაციით, ირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლას თეირანის უნივერსიტეტში ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა დაესწრნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ლევან გაჩეჩილაძე ირანში ხალიჩების ბიზნესში წილს ფლობს და ის თეირანში სწორედ ამ მიზნით იმყოფება.
რაც შეეხება გოგა ხაინდრავას, ის ფილმისთვის, რომელზეც ამ ეტაპზე მუშაობს, ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარესთან ინტერვიუს ჩასაწერად არის ჩასული.
ირანში ვიზიტის დეტალებზე არც გოგა ხაინდრავა და არც ლევან გაჩეჩილაძე კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლას, მასზე დასწრება კი თავისუფალი იყო და როგორც ცნობილია, ისინი ღონისძიებაზე საკუთარი სურვილით მივიდნენ.