
ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" პრეზენტაციას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი შეუშალა, რაც წინასწარ შეთანხმებული დარბაზის მეპატრონის დაბარებასა და დაშინებაში გამოიხატა.
ინფორმაციას პრეზენტაციისთვის ხელის შეშლის შესახებ აკაკი მინაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში, ა.ღურწკაიას სახელობის გიმნაზიაში იგეგმებოდა, სადაც შეთანხმებულნი იყვნენ დარბაზის სამი საათით დაქირავებაზე.
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ სკოლის მეპატრონესთან იყო ზარი, “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრისთვის” დარბაზის მიქირავებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
ამ ზარის შემდეგ, სკოლის ერთ-ერთი მეპატრონე დაბარებული იქნა გუბერნიაში, რის შემდეგაც ღონისძიების ორგანიზატორს ფატი შენგელიას შეატყობინეს, რომ დარბაზის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდნენ.
პრეზენტაციაზე დასწრებას აპირებდნენ სოხუმის მაცხოვრებლებიც და მათი მოპატიჟების შემდეგ, აფხაზეთში მაცხოვრები ქართული ოჯახი გალის ადმინისტრაციაში დაიბარეს და მკაცრად გააფრთხილეს.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” განცხადებით, ეს მანიშნებელია იმის, რომ მათზე უკანონო მოსმენა მიმდინარეობს და სეპარატისტებს ქართული მხრიდან ეცნობათ ამ ფაქტის შესახებ.
აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებთან ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებს.