-
2015-01-23 19:34
„უგუნური ჭიკაიძე ივანიშვილმა გადააყენა,"- ასე გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გადადგომის შესახებ.
„ბავშვმაც კი იცის, რომ ის არ გადამდგარა. ის ივანიშვილმა გადააყენა.
ის ადამიანი უნდა მოსცილდეს ქვეყანას, ვინც ეს უგუნური მინისტრი დანიშნა,"- დასძინა მან.
იგივეს აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. პარტიის წევრთა აზრით, ეს არ არის ჭიკაიძის პირადი გადაწყვეტილება.
მთავრობა ამ ნაბიჯით ცდილობს, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული და ეკონომიკური მდგომარეობა გადაფაროს.
„ეს იყო მინისტრი, რომლის პირობებშიც არამცთუ ვერ ებრძოდა უწყება, არამედ მჭიდროდ თანამშრომლობდა კრიმინალურ სამყაროსთან და, ფაქტობრივად, ქურდების გაცილების სერვისად გადაიქცა.
კრიმინალი სახიფათოდ გაზრდილია და უსაფრთხოდ თავს ვერავინ ვეღარ გრძნობს. ერთი არაკომპეტენტური მინისტრის შეცვლა, რომელიც ბევრს არაფერს წყვეტდა, დიდს არაფერს ცვლის.
მთავარია, საქართველოში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც მოაქვს ყველა ეს პრობლემა ქვეყნისთვის," - აცხადებს გოკა გაბაშვილი.